თავფურცელი | უცნობი ფურცლები | ლიტერატურული ძიებანი | პოეზია | პროზა | თარგმანები | გაკვეთილები | ჩვენ შესახებ

№43 საჯარო სკოლა

ქ. თბილისის №43 საჯარო სკოლაში გამოდის ორი ჟურნალი:

1. ლიტერატურული ჟურნალი ”45 წუთის მიღმა”

2. საინფორმაციო შემეცნებითი ჟურნალი ”გზა შემეცნებისკენ”

თეორიული კონფერენცია თემაზე

”ქრისტიანობისთვის წამებულნი”

 

მე-9 კლასი პროგრამის მიხედვით ქართულ ენაში შეისწავლის ძველ ქართულ მწერლობას, რომელიც ჰაგიოგრაფიული ლიტერატურით იწყება. რუსულ სექტორზე პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იაკობ ცურტაველის ”შუშანიკის წამების” მცირე ანოტაციას.

მსურდა მოსწავლეები უფრო ფართოდ გასცნობოდნენ ჰაგიოგრაფულ ნაწარმოებებს და მათ ავტორებს.

ამიტომ გადავწყვიტეთ კონფერენციის მოწყობა. მზადების პროცესში მოსწავლეები გაეცვნენ I საუკუნეში ანდრია პირველწოდებულის მიერ ქრისტიანობის ქადაგებას, IV საუკუნეში წმინდა ნინოს მოღვაწეობას და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უდიდეს მნიშვნელობას. გაიგეს, რომ ქრისტიანობა ეხმარებოდა მცირერიცხოვან ქართველ ერს დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლაში, რომ ქრისტიანობდა და პატრიოტიზმი ქართველისთვის განუყოფელი მაცოცხლებელი ძალები იყო.

მოსწავლეებთან შეთანხმებით დავიწყეთ მასალების მოძიება, თვალსაჩინოებისათვის ილუსტრაციების ძებნა, ისტორიული საეკლესიო წყაროების გამოყენება. მუშაობაში მთელი კლასი ჩაება.

14 მოსწავლემ მოამზადა საკონფერენციო თემა. მომზადდა წმინდანთა და ეკლესია-მონასტრების სურათები, რაც ორ სტენდზე გამოიფინა.

კონფერენცია ჩატარდა 31 ოქტომბერს შემდეგი თემატიკით:

1.       ”წამება წმინდისა შუშანიკისა” - I ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (დავით დონერიანი);

2.       იაკობ ცურტაველი - ავტორი ”შუშანიკის წამებისა” (ელენე ბუგაეცი);

3.       მოღალატე ვარსქენი (სუზანა არუთინოვა”;

4.       წმინდა მოწამე რაჟდენი (თემურ თაბორიძე);

5.       წამება წმინდა აბო თბილელისა (რეგინა ბოილაროვა);

6.       ქრისტიანობისთვის წამებულნი მეფებიი და დედოფალი (ჯამილა ისმაილოვა);

7.       მოწამეობა წმინდა ბიძინა, შალვა და ელიზბარისა (მიხეილ მიქაელიანი);

8.       შალვა ახალციხელი (საბინა ბაბა-ზადე);

9.       ცხრა ძმანი კოლაელნი (ნიკა დანელიანი);

10.   წამებული საეკლესიო მამები თევდორე და გობრონი (მიხეილ ლომსაძე);

11.   ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი (ვალენტინა გალეჩიანი);

12.   ძმები მხეიძეების წამება (არტურ არაქელიანი);

13.   ასი ათასი გმირი მოწამე (არტიომ არაქელიანი);

14.   ”მოდიოდა ნინო მთებით” (თამარ მაჟდენიანი).

მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა წაიკითხა ”შუშანიკის წამების” ვრცელი ტექსტი. მოსწავლე . არუთინოვამ კი მოისურვა ძველი ქართული ენით გაეცნო მსმენელთათვის ვარსქენ პიტიახშის დახასიათება. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ თუმცა ოფიციალური ლიტერატურული ძეგლი V საუკუნიდან გვაქვს, მაგრამ ეს არ იქნება პირველი; რომ ადრეულ ეპოქებშიც შეიქმნებოდა ნაწარმოებები, ან ჯერ არ არის აღმოჩენილი ან ძნელბედობის მსხვერპლად იქცა.

 

ქართული ენის მასწავლებელი

ელენე ძნელაძე

(დამსახურებული მასწავლებელი, გოგებაშვილის მედლის მფლობელი)

 

  ერთი ექსპერიმენტის შესახებ

11 ოქტომბერს VI2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. უნდა ითქვას, რომ გაკვეთილს უფრო ექსპერიმენტის სახე ჰქონდა (თუმცა მოსწავლეებისათვის ეს შესამჩნევი არ ყოფილა).

შარშან არაერთი გაკვეთილი მივუძღვენით უცხო ტექსტის დამუშავება-გააზრების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ასევე არაერთი ღია გაკვეთილი ჩატარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ამდენად, ბავშვებისათვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა გარდა იმისა, რომ საანალიზო ტექსტი პირველი წაკითხვისას ,,ცოტა რთულად’’ მოეჩვენათ. საქმე ისაა, რომ ეს გახლდათ წლევანდელი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ამოღებული ტექსტი - ნაწყვეტი ჯემალ ქარჩხაძის წერილიდან.

ექსპერიმენტის მიზანი იყო ტექსტზე მუშაობის უნარების ერთგვარი შემოწმებაც და გაღრმავებაც, ამასთან რიგი ცნებების გააზრება-ათვისება და ამით მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრება. სწორედ ამიტომ საანალიზო მასალის გამარტივება არ მიცდია, ტექსტი პირველადი სახით შევიტანე გაკვეთილზე, თუმცა, ბუნებრივია, შინაარსის თვალსაზრისით, მრავალი ტექსტი ავწონ-დავწონე და ამ უკანასკნელზე საგანგებოდ შევჩერდი.

მოსწავლეებს მიეცათ მითითება-რეკომენდაცია, რომ წაკითხვისთანავე დაეფიქსირებინათ მათთვის უცნობი სიტყვები, რის შემდეგაც ერთად შევეცდებოდით მათი შინაარსის წვდომას. ასეც მოხდა - მოსწავლე, კითხვისას, წააწყდებოდა რა მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან სიტყვასა თუ ფრაზას, ხელის აწევით ითხოვდა ყურადღებას და მოსწავლეებისა და პედაგოგის დახმარებით არკვევდა მის აზრს.

ამის შემდეგ დავიწყეთ ტექსტის დაწვრილებითი ანალიზი. ეკრანზე ჩნდებოდა კითხვები, იწყებოდა მსჯელობა. ბუნებრივია, თავიდან წარმოითქმებოდა როგორც სწორი, ასევე არასწორი ვერსიები. ამ მომენტში მთავრი იყო მიუკერძოებლობა. ვცდილობდი, მოსწავლეევს ვერ ეგრძნოთ დასახელებულ ვერსიათაგან რომელი იყო სწორი და რომელი - არასწორი. განვიხილავდით თითოეულ პასუხს, თითოეულ მოსაზრებას და ზოგჯერ გამორიცხვის მეთოდით, ზოგჯერ არგუმენტირების, ზოგჯერ უბრალოდ ლოგიკურად მთელი კლასი მიდიოდა ერთ მოსაზრებამდე. სწორი პასუხი ისევდაისევ ეკრანზე აისახებოდა. ამ მომენტს განსაკუთრებით დიდი დატვირტვა ჰქონდა, საკუთარი მოსაზრების სისწორის აღმოჩენას ბავშვები ემოციურად ხვდებოდნენ, რაც კიდევ უფრო  ზრდიდა ინტერსს და აქტიურობას.

მას შემდეგ, რაც ტექსტი ზემოაღნიშნული წესით დავამუშავეთ, გავაანალიზეთ, მას შემდეგ რა მოსწავლეებმა ნაწილობრივ გამოავლინეს, ნაწილობრივ კი შეიძინეს უცხო ტექსთან მუშაობის, ინფორმაციის გააზრების, განზოგადების, დასკვნის გამოტანისა თუ სხვა უნარები, ჯერი დამოუკიდებელ, შემოქმედებით აზროვნებაზე და მსჯელობის უნარზე მიდგა. ბავშვებმა იმსჯელეს ტექსტის დედააზრზე, ავტორის მთავარ სათქმელსა თუ ტკივილზე; წაკითხული დააკავშირეს როგორც ისტორიულ წარსულთან, ასევე რეალობასთან და ფრიად საგულისხმო დასკვნები გამოიტანეს.

ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი საკმაოდ რთულ დავალებას და თავადაც კმაყოფილნი და, რაც მთავარია, მოტივირებულნი დარჩნენ. შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტის შედეგმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

გაკვეთილის ეფექტურობას ერთმა გარემოებამაც შეუწყო ხელი - ჩვენთან გაკვეთილებზე  დასწრება ტრადიციაა, მით უმეტეს, თუ იგი ,,ღიაა’’. ჩვენ ხშირად გვესწრებიან არა მარტო დირექცია და იმავე საგნის პედაგოგები, არამედ სხვა დაინტერესებული პირებიც და რასაკვირველია, მშობლებიც. მათ უბრალოდ ,,დამკვირვერლისა’’ და ,,შემმოწმებლის’’ ფუნქცია კი არ აკისრიათ, არამედ მასწავლებლის მითითებისამებრ, მოსწავლეების მსგავსად კითხულობენ ტექსტის მონაკვეთებს და უშუალოდ არიან ჩართული საგკვეთილო პროცესში (აქვე ღიმილით უნდა შევნიშნო, რომ უფროსები, მოსწავლეებისაგან განსხვავებით, ხშირად იჩენენ სულსწრაფობას და ნაადრევად კითხულობენ ფინალს, რაც ხელს უწყობს საგაკვეთილო სივრცის გამთლიანებას, ბავშვებსა და უფროსებს შორის განსაკუთრებული თანამშრომლობის დამყარებას და, რაც მთავარია, გამორიცხავს დაძაბულობას, რომელიც თან ახლავს ხოლმე ე.წ. დამსწეების გამოჩენას გაკვეთილზე. თუმცა, ამაჟამად ამ გარემოებაზე არ მოგახსენეთ, არამედ მხედველობაში მაქვს ერთი დამთხვევა - VI2 კლასს წინა გაკვეთილი ბუნება ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ პედაგოგს გაკვეთილზე მოსწავლეთა საჭიროებისამებრ მოუხდა თემიდან გადახვევა. ბიოლოგიის პედაგოგი - ლამარა გუგუნავა ღია გაკვეთილზე დაგვესწრო და აღნიშნა, რომ ბუნების გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია და ცოდნა სრულყო ქართულის გაკვეთილმა. უცნაურმა დამთხვევამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა ჩვენი გაკვეთილი. ამ გამოცდილებას სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებთ და შემთხვევითობას დაგეგმილი გაკვეთილის ნაწილად ვაქცევთ საგანთაშორისი კავშირები ხომ არც ისე რთული დასაძებნია და ძალიან კარგი იქნება თუ ექსპრიმენტები სწორედ ამ კუთხით იქნება მამრთული.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

 ნინო ნასყიდაშვილი

 

წაკითხულის გააზრება

 

წაიკითხეთ ტექსტი ბოლომდე. კითხვებზე პასუხების გაცემა მაშინ დაიწყეთ, როდესაც ტექსტის შინაარსი მთლიანად გასაგები იქნება.

 

1. ადამიანმა უნდა აკეთოს, ერთი მხრივ, ის, რაც უფრო ემარჯვება, უფრო იცის და უფრო მოსწონს, ხოლო მეორე მხრივ ის, რასაც ქვეყანა მოითხოვს. ყოველმა კაცმა ამ ორ მთავარ ორიენტირს უნდა შეუხამოს თავისი საქმიანობა.

2. ამ თვალით თუ შევხედავთ, ერი, რომლის შვილები თავიანთ საკეთებელს არ აკეთებენ და თავიანთი დანიშნულება ვერ გაუცნობიერებიათ, უპატრონო ერია და მას, ადრე თუ გვიან, ეშმაკები დაეპატრონებიან, რომელთაც ჩვენს დროში მაფიის, ნიჰილიზმისა და ზნეობრივი ხრწნის სახე აქვთ.

3. ძნელია აღიარება, მაგრამ ჩვენ ამ აზრის დადასტურება ვართ. და თუმცა საქართველოში არის ხალხი, ვინც ეროვნულ გულისთქმას ყურს უგდებს და თავის საკეთებელს კეთილსინდისიერად აკეთებს, ერს, როგორც მთლიან ორგანიზმს, ჩემი აზრით, მისია დაკარგული აქვს.

4. თქმა არ უნდა, საამისოდ მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს: საქართველო ხელოვნური თანამგზავრია, რომელიც "მართვის ცენტრიდან" წამოსულ სიგნალებზე რეაგირებს, "მართვის ცენტრს" კი, ცხადია, ჩვენი ეროვნული მისიისთვის არა სცხელა.

5. ამას დაემატა უპრეცედენტო სოციალური სისტემა, როცა ხელისუფლების აპარატმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის სამსახურში ჩამდგარიყო, ხალხი ჩააყენა თავის სამსახურში.

6. ობიექტური მიზეზი სხვაც ბევრია, მაგრამ ობიექტურ მიზეზებს ის ცდუნება ახლავს, რომ ყველა ჭუჭყი შეგვიძლია შევახოცოთ. ერის პოტენცია კი იმაში ჩანს, თუ რამდენად მოახერხებს საკუთარი ნება და შინაგანი ძალა დაუპირისპიროს ამ ობიექტურ მიზეზებს.

7. როცა ერი მისიას კარგავს, ადამიანი იბნევა, დღეის იქით ვეღარ იყურება, ინერტული და ინდიფერენტული ხდება, წარმავლობისა და ამაოების განცდას იოლად ემორჩილება და თანდათან უზნეობის ჭაობში ეფლობა.

8. ჩვენი თანდაყოლილი სიზარმაცეც მოგვეხმარა, რომ სხვაზე იოლად შევრიგებოდით ბედს, ამიტომ ახლა, შეძლებისდაგვარად აღარაფერს ვაკეთებთ და საბოლოო ხელის ჩაქნევამდეც ბევრი აღარ გვიკლია.

9. ეგებ ჩვენ უკეთესი ბედის ღირსი არც ვიყოთ (ჩემი თაობა მყავს მხედველობაში), მაგრამ ახლა არც არის საკუთარ თავზე ფიქრის დრო. თუ კიდევ რამე შეგვიძლია, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ, ეგებ ჩვენს უკან მომავალთათვის მაინც `განვამზადოთ გზანი~, რომ იმათაც ჩვენსავით არ იცხოვრონ _ იმედსა და სირცხვილს შუა.

10. თუ ამას შევიგნებთ, ეგებ გვეშველოს კიდეც, ნელ-ნელა მართლაც მოვკიდოთ ხელი საკუთარ საქმეს და ერიც კვლავ ერად იქცეს.

 

ჯემალ ქარჩხაძე                                            

 

1. რა არის I აბზაცის ფუნქცია?

) საკითხის გადაჭრა; ) საკითხის დასმა; ) საკითხის შეფასება.

 

2. რა არის II აბზაცის უმთავრესი აზრი?

) ერს ადრე თუ გვიან ეშმაკები დაეპატრონებიან, რომელთაც ზნეობრივი ხრწნის

სახე აქვთ; ) ერს უდიდესი საფრთხე ემუქრება, თუ ადამიანებს თავიანთი დანიშნულება გაცნობიერებული აქვთ; ) ერს უდიდესი საფრთხე ემუქრება, თუ

ადამიანებს თავიანთი დანიშნულება შეგნებული არა აქვთ.

 

3. რა აკავშირებს III აბზაცს წინა აბზაცებთან?

) III აბზაცი ერთგვარად ავიწროებს წინა აბზაცებში გამოთქმულ მოსაზრებებს;

) III აბზაცი ერთგვარად აჯამებს წინა აბზაცებში გამოთქმულ მოსაზრებებს;

) III აბზაცი ერთგვარად უარყოფს წინა აბზაცებში გამოთქმულ მოსაზრებებს.

 

4. რა იგულისხმება სიტყვებში: `მართვის ცენტრი~?

) საქართველო უცხოეთზეა დამოკიდებული; ) საქართველოში ინდიფერენტიზმი

დამკვიდრდა; ) საქართველო ხელოვნური თანამგზავრია.

 

5. რა არის V აბზაცის ფუნქცია?

) III აბზაცში წამოჭრილი პრობლემის არაარსებითობის ჩვენება;

) III აბზაცში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის გზის ჩვენება;

) III აბზაცში წამოჭრილი პრობლემის გამომწვევი მიზეზის ჩვენება.

 

6. რომელი სიტყვებითაა გამოხატული ერის დაცემის საფუძველი?

) ერის გულისთქმა; ) ობიექტური მიზეზები; ) ხელისუფლების აპარატი.

 

7. რა არის VII აბზაცის უმთავრესი აზრი?

) ადამიანი იბნევა, ინერტული და ინდიფერენტული ხდება;

) მისიადაკარგული ერი უზნეო ადამიანების კრებულად იქცევა;

) როცა ერი მისიას კარგავს, ადამიანი მომავლისაკენ იყურება.

 

8. რა აკავშირებს IX აბზაცს წინა აბზაცებთან?

) IX აბზაცში ნაჩვენებია წინა აბზაცებში წამოჭრილი პრობლემის არაარსებითობა;

) IX აბზაცში ნაჩვენებია წინა აბზაცებში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა;

) IX აბზაცში ნაჩვენებია წინა აბზაცებში წამოჭრილი პრობლემის

გადაჭრის შეუძლებლობა.

 

9. რა არის X აბზაცის უმთავრესი აზრი?

) გარკვეულ პირობებში შესაძლებელია უკეთესი მომავლის იმედი ვიქონიოთ;

) მართლაც მოვკიდებთ ხელს საკუთარ საქმეს და ერიც კვლავ ერად იქცევა;

) უკეთესი მომავლის იმედი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს.

 

10. რა არის ჯემალ ქარჩხაძის ამ ტექსტის უმთავრესი იდეა?

) ერმა საკუთარი მისია უნდა გაიცნობიეროს; ) უნდა ვიცხოვროთ იმედსა და

სირცხვილს შუა; ) ხელისუფლებამ ხალხი უნდა ჩააყენოს თავის სამსახურში.

 

 

"შიში”

27 ოქტომბერს VI2 კლასში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

გაკვეთილის თემა იყო ჭოლა ლომთათიძის ,,შიში’’.

მოსწავლეებისათვის ახალი მწერლის გაცნობა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მასტიმულირებელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, გაკვეთილის მთავარი მიზანი - ტექსტზე მუშაობის, ლოგიკური აზროვნების, მსჯელობისა თუ სხვა უნარების გამომუშავება მიღწეულ იქნა, ვფიქრობ, გაკვეთილს სხვა ღირსებაც ჰქონდა, რაც მის ღრმა ფსიქოლოგიზმში მდგომარეობს.

ბავშვებმა გააცნობიერეს შიშთან დაკავშირებული ბევრი ისეთი მომენტი, რაზეც მანამდე შეიძლება არც უფიქრიათ ან რაც იქნებ ერთგვარი ფარული კომპლექსის სახითაც კი არსებობდა მათში. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი ემოციები, განცდები, გრძნობები და რაც მთავარია, შიში - ბევრმა მათგანმა უბრალოდ ფანქრით დახატა შიში, ზოგმაც უბრალოდ სიტყვიერად გადმოსცა იგი.

მოსწავლებმა, გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, ისაუბრეს შიშზე, გაიაზრეს ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა შიშის სტიქიურობა, მისი გავლენა ადმიანზე, მისი ხარისხი - ამპლიტუდა, ობიექტური თუ ფსიქოლოგიური მიზეზები და ა.შ.; განვრცეს ავტორის მოსაზრებანი; გაიხსენეს სხვადასხვა ეპიზოდები საკუთარი გამოცდილებიდან; ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები საკუთარ თავზე გადაიტანეს, მხატვრულ სამყაროში გადასახლდნენ, შეეცადნენ, გმირების სიტუაცია შეეგრძნოთ და მათი თვალით დაენახათ, მათ მაგივრად ეფიქრათ, მათ ნაცვლად მიეღოთ დაგაწყვეტილება. ისინი გმირებთან ერთად შეშინდნენ, გმირებთან ერთად შეცდნენ, გმირების მსგავსად სინანულიც დაეუფლათ და ბოლოს, თითქოს კალმისა თუ ფანქრის მეშვეობით გათავისუფლდნენ შიშისაგან, რომელიც თითქმის ყოველთვის არსებობს ადამიანთა სულის კუნჭულში.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ნინო ნასყიდაშვილი

* * *

შიში მართლაც სტიქიურია. ის მოულოდნელად მოდის და შეიძლება ადამიანი გაანადგუროს.

ჩვენი აზრით, შიში ბინდისფერია, მოშავო. ბნელი... ის შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან წამიერი, მაგრამ ადმიანს მთლიანად შეძრავს, ანგრევს.

Text Box: ნინო ბინიაშვილი
 

ლინდა გიორგაძე

ელენე უთმელიძე

 

 

* * *

ძალიან მომეწონა გაკვეთილი და რა თქმა უნდა, ნაწარმოებიც. მან მართლაც შემძრა.

მომეჩვენა, რომ ყველა მოსწავლე ჩაფლული იყო ფიქრებში და ყველას სურდა, მსჯელობის საშუალება მისცემოდა.

 

ნინო ჭინჭარაული

 

 

* * *

            ჩვენი აზრით, შიშს შავი ფერი შეეფერება. ის ძალიან ძლიერი მოვლენაა და ერთხელ მაინც ეუფლება ყველა ადამიანს. ვფიქრობთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია.

შიში მართლაც საშიშია, რადგან, როცა ის ადამიანს ეუფლება, ართმევს მას გონიერი განსჯისა და მოქმედების უნარს.

 

მარიამ ჩანქსელიანი

კახა კვახაძე

 * * *

ძალიან მომეწონა დღევანდელი გაკვეთილი. რაღაც მომენტში, კითხვისას, მეც თითიქოს შიში დამეუფლა, მაგრამ მერე ვეღარ მივხვდი, როგორ გავთავისუფლდი დაძაბულობისაგან.

მართლაც არაჩვეულებრივი მწერალი ყოფილა ჭოლა ლოთათიძე!

 

ლიკა კუტალაძე

 

* * *   

ბევრი კარგი და საინტერესო გაკვეთილი ჩაგვტარებია ქართულში, მაგრამ დღევანდელი გაკვეთილი, ჩემი აზრით, განსაკუთრებული და ყველასაგან განსხვავებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ შიში ყველას განუცდია და ხშირიად იგი გაუცნობიერებელი გვრჩება ხოლმე. ამ ნაწარმოებმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და ბევრი რამის გააზრების საშუალება მოგვცა.

სალომე ელბაქიძე

  

 

* * *

            ჭოლა ლომთათიძის ,,შიშმა’’ ჩემზე დიდი გავლენა მოახდიანა. შემიძლია ვთქვა, რომ შიში სიკვდილის მეგობარია, რაადგან ისიც მოულოდნელად მოდის და ანადგურებს ადამიანს. აუცილებელია, ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის მართვა და შიშის დაძლევა.

 

დიმიტრი ბლუაშვილი

Text Box: თიკო უსენაშვილი

 

 

Copyright © 2006 43 საჯარო სკოლ

Hosted by uCoz