45 წუთის მიღმა | ||
|
||
№43 საჯარო სკოლა 1. ლიტერატურული ჟურნალი ”45 წუთის მიღმა” 2. საინფორმაციო შემეცნებითი ჟურნალი ”გზა შემეცნებისკენ”
|
გიორგი მეურმიშვილი VI2 კლასი კახეთი
ჩემი კახეთი, დიდი კახეთი არის დაბლობი და მთიანეთი. ქვემო კახეთი, ზემო კახეთი ორივე ჩემი არს საყვარლეთი. იქ უცხოვრია პაპას და მამას, იქ უცხოვრია დიდ პაპის მამას. ის მხარე ჩემში ყოველთვის არის და იქნება ყოველ ცხოვრების საათს. მე იქ ცხოვრება არ მღირსებია, მაგრამ ის მაინც ძალიან მიყვარს. მიყვარს იქური ვარდი და ია ვენაცვალ იქურ ძველისძველ გუთანს. ის მხარე ჩემში ყოველთვის არის და იქნება ყოველ ცხოვრების საათს!
მიყვარს ქართული სიტყვის ჯიგარი
მიყვარს ქართული სიტყვის ჯიგარი, მაქვს დანახული მისი სიზმარი. მე მიყვარს მისი გმირული სული მტარვალთ ტალღებზე ამხედრებული. მას არ ჰქონია არაფრის დარდი, საუკუნობით ისხამდა ხოტბას ის არ ჰკარგავდა აღკაზმულობას დღესაც სულს მისი ჰანგები ტბორავს. ქართული სიტყვის ლაზათი მწვავდა ყოველთვის, როცა მის ძირს ვეძებდი, რომ შემძლებოდა, დაუფიქრებლად მის ყველა უფსკრულს გამოვიძევდი.
თიკო უსენაშვილი VI2 კლასი ფიფქები
მოფრინავენ ციდან, ტრიალ-ტრიალით, ედებიან მიწას ფრიალ-ფრიალით.
ერეკლე ბანძელაძე X1 კლასი
* * * მკითხველნო, განდობთ ჩემს ლექსთა კრებულს, ჩემს ფიქრებს, აზრებს, ოცნებებს ვნებულს… მე მივუჯექი პოეტის საჭეს, თუმც თვითონ ნახეთ და თვით განსაჯეთ!
ობოლი
დაიარება გზად მაწანწალა, უდედმამო და შეუფარველი, დაეხეტაება ის ასე ცალად, მხოლოდ ოცნებაგანუძარცველი. ქალაქში ძლიერ უბერავს ქარი, ხეს ეთხოვება ბევრი ფოთოლი, ქალაქს მოიცავს მალე ავდარი, სად შეაფარებს თავს ეს ობოლი? თვალებს აცეცებს და დგას უმწეოდ, ღმერთს ეკითხება, ემუდარება: ,,რატომ დამაგდე ასე უმწეოდ, ნუთუ გულს სევდა არ გეკარება? არ გეკარება გულს სიბრალული? არსებობა ხომ ჩემთვის ტანჯვაა? დავდივარ ნატვრით გადაღალული ეს კი ცხოვრების უკვლოდ ფანტვაა. დავდივარ მარტო მშიერ-მწყურვალი, ამაოდ ვძებნი სითბოს სიყვარულს… დიდი ხანია არ ვარ მპურვალი, ბავშვობაც არ ჩანს… გავს ის გაპარულს... მაშ, ღმერთო, ასწი ჩემი აფრები, გამაგნებინე ცხოვრების ბილიკს, გადამაფარე მფარველი ფრთები და მანაცვალე ჩემს ქალაქ თბილისს. გადამარჩინე სირცხვილს და გარყვნას, ამ ქვეყნად რამე შემაქმნევინე და ნუ მომასწრებ ქართლისა წარღვნას, შვილისთვის ცოტნე დამარქმევინე!!!’’ და უცებ ჩადგა ჩაჩუმდა ქარი, გამხიარულდნენ გზაზედ ფოთოლნიც… ქალაქი ცოცხლობს. არსად ავდარი… ქუჩას ამაყად მისდევს ობოლიც.
უცხო
მშვენებით მოსილო უცხო ქალბატონო, ისე მოაბიჯებ, მსურს რომ გაგაჩერო. ისე მბრწყინავი და ისე მნათობი ხარ, ციდან მოწყვეტილი, ვიცი, ვარსკვლავი ხარ.
არა! სიცრუეა შენ, ხომ სულ ბავშვი ხარ; მიწიერი დედის მუცლის ნაშობი ხარ, ისეთი სათნო და ლამაზი უშობიხარ, რომ, ფრესკის ანგელოსზს დამსგავსებიხარ.
ვგრძნობ, ერთმანეთის უსიყვარულოდ, დროთა ჟამს გავლევთ უსიხარულოდ, მიჯობს, შენს ფერხთით სანთელად ვედნო, ვიდრე სხვების წინ კელაპტრად ვენთო.
უცხო ქალბატონო! ჩემთვის შობილხარ! ჩვენ ერთმანეთის ბედი ვყოფილვართ. მშვენებით მოსილო უცხო ქალბატონო ისე მოაბიჯებ, უნდა გაგაჩერო!
ელენე უთმელიძე VI კლასი ლოცვა
უფალს ვევედრები, აღადგინოს სამშობლო ჩემი! ყველა გაჭირვებულს მისცეს საკვები, თავშესაფარი.
მისცეს ნიჭი, რომ კარგად ისწავლონ, აღარ იქურდონ, აღარ იტყუონ… შევთხოვ იმას, რომ კარგად მიმყოფოს ნათესავები და მეგობრები…
უფალს შევთხოვ, რომ ყველა პატარა გაზარდოს ქვეყნისთვის თავდადებული, მათ ჰქონდეთ ძალა სამშობლოს დაცვის სამშობლოს სიყვარულისა და პატივისცემის...
უფალს ვევედრები, მომადლოს ქართველს სასოება და აღადგინოს სამშობლო ჩემი!
ანა გორგოშიძე IV კლასი
* * *
ფიფქები ისევ მოდიან ციდან, მთვარე კი ისევ გვინათებს გზებს. ფიფქები სიზმრებივით ქრებიან, მზე კი კვლავ გვძლევს ჩვენ ახალ დღეს.
* * *
ლამაზ ბილიკს მიუყვები, მზე მიმშვენებს გზას, ლამაზ ფიქრებს ვერ ვშორდები, ვერ ვივიწყებ მას. ფიქრები და ოცნებები, მიყვარს როგორც ის, ბილიკი რომ გათეთრდება, ფიფქებია ის...
Агамян Ника V-а класс Осенние мотивы
Я люблю осенний сад, Золотой его наряд, Спелый сочный виноград И чурчхелы вместе, вряд, И большой- большой гранат Тожже рядом-вот отряд!
Ветки яблок наливных Взор ласкают от души- Это осень к нам пришла И дары нам принесла!
*** Приметы осени я знаю наизусть: Прохладный сумрак-он всегда наводит грусть Солнце прячется в тучи, Значит-погода будет мучать! В садах не слышно птичек пенья, Утро хрустальное без их упоенья. Дни хрупки и свежи… И так- до самой весны!
Наша экскурсия
Лица наши беспечны, Глаза веселы! Мы-на природе! Свободные мы!
Спасибо за радость, Тепло и любовь, Что в сердце своем Мы всю жизнь пронесем!
Рочикашвили Елена 7а класс
Осенняя пора
Листая золотятся И падают на землю, Падающие листья В воздухе кружатся. Листва в лесах опала, И стало как в раю, А ели не коснулась Осенняя пора. |
|
Copyright © 2006 43 საჯარო სკოლა |